ამ გაკვეთილიდან ვისწავლით კანის ფერის შეცვლას ფოტოშოპში. 
  1. ფოტოსურათის გახსნა ფოტოშოპში
  2. კანის გამოყოფა ფოტოსგან სპეციალური ნიღბის საშუალებით
  3. 3 სხვადასხვა საკორექციო ფენის დამატება კანის ფერის შეცვლისთვის
  4. ფოტოს შენახვა

დააპაუზე ვიდეო ყოველ ეტაპზე და ნელ-ნელა აჰყევი მითითებებს.

 

ეს რამდენიმე ნიუანსი გაგიადვილებს მუშაობას:

 

  • { }— გამოიყენე ეს ნიშნები კლავიატურაზე ფუნჯის დაპატარავებისთვის/გადიდებისთვის ნიღაბთან მუშაობის დროს
  • ნიღბის მიდებისას თმებთან ახლოს გამოიყენე რბილი ფუნჯი, სხვაგან კი მყარი
  • საკორექციო ფენებთან მუშაობის დროს არ დააკოპირო ყველაფერი ვიდეოდან— ყველა ფოტოს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. შეეცადე ითამაშო მაჩვემებლებით და თვითონ მიხვიდე შენი ფოტოსთვის საუკეთესო შედეგამდე