ფოტოშოპში ტექსტის ხელსაწყო არის Type Tool, რომელიც მდებარეობს მარცხვნივ, ხელსაწყოების პანელში. მისი გამოძახებისთვის შეგვიძლია დავიჭიროთ T კლავიატურაზე.

ეს არის არა ერთი ხელსაწყო, არამედ ჯგუფი, რომელშიც 4 ხელსაწყო შედის. ასეთ შემთხვევაში, T–ს დაჭერისას მოგვიწევს Shift-ის მიყოლება, ხელსაწყოების გადართვისთვის საჭიროების შემთხვევაში.

შეგვიძლია ვწეროთ ჩვეულებრივი ტექსტით ან ნიღბით, ორივე შემთხვევაში ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად. ესეც ტექსტის 4 ტიპი:

1. ჩვეულებრივი ჰორიზონტალური (Horizontal Type Tool);

2. ჩვეულებრივი ვერტიკალური (Vertival Type Tool);

3. ნიღბიანი ჰორიზონტალური (Horizontal Type Mask Tool);

4. ნიღბიანი ვერტიკალური (Vertical Type Mask Tool).

ტექსტის დაწერისთვის:

1. შექმენი ახალი დოკუმენტი (მაგალითად Width — 500 px, Height — 500 px, Resolution — 72 px/inch).

2. აირჩიე ტექსტის ხელსაწყო ჯგუფიდან, მარცხენა პანელში.

3. დააჭირე კურსორი ფორმატს და ჩაბეჭდე ნებისმიერი ტექსტი.

4. მონიშნე ტექსტი, მასზე კურსორის დაჭერით და გვერდზე გავლით.

5. ფოტოშოპის ზედა პანელში გამოიყენე ტექსტის მაკორექტებელი ხელსაწყოები: შრიფტი, სტილი, ზომა, სირბილე, პოზიცია, ფერი და ფორმა. როცა დაამთავრებ, დააჭირე პტიჩკას ამავე პანელის მარჯვნივ, ბოლოში.

რა არის ნიღაბი:

როცა ვწერთ არა ტექსტით, არამედ მისი გადარჩევით. ვიყენებთ, როცა საჭიროა ტექსტის განსაკუთრებულად გაფორმება.

თუ გსურს გქონდეს მეტი პრაქტიკა ტექსტთან მუშაობაში, გთავაზობ ამ გაკვეთილებს: