საკორექციო ფენა, რომელიც მთლიანად ღებავს ობიექტს ერთი ფერით. შესაძლებელია მისი დადების რეჟიმის შეცვლა ან მისი შესუსტება.

გახსენი PNG ფოტო, რომელიც ფერით უნდა შეავსო.

ფენების მენიუს ქვემო პანელში დააჭირე წრის ფორმის პატარა ღილაკს, და ამოვარდნილ მენიუში აირჩიე Solid Color.

ან ფოტოშოპის ზედა პანელში აირჩიე Layer — New Fill Layer — Solid Color.

ამის მერე ამოვარდება პალიტრა. აირჩიე ფერი პალიტრიდან და დააჭირე OK.

თუ საჭიროა, შეგიძლია გადახვიდე ფენების მენიუში და შეცვალო ფენის დადების რეჟიმი.