ამით შეგიძლია დაიწყო ნებისმიერი სურათის კორექცია, და შედეგით ყოველთვის კმაყოფილი დარჩები. ცვლილებები განსაკუთრებით სახეზე იმჩნევა – კანი თითქოს აკაშკაშდა, მიიღო უფრო ღია ფერები, და ზოგადად სურათი გახდა ბევრად სასიამოვნო. სიკაშკაშის და კონტრასტის დამატება და გაკონტროლება წამებში კეთდება, მე მხოლოდ გაჩვენებ, სად არის მაჩვენებლები.

გადადი მენიუში Image – Adjustments – Brightness/Contrast. უყურე სურათს და გადაწიე მაჩვენებლები Brightness და Contrast. მარჯვნივ გადაწევისას ეფექტი ძლიერდება, მარცხვნივ – სუსტდება: მუქდება და ფერს კარგავს.

არ გადასცდე საზღვარს – მთავარი ისაა, რომ სურათი სასიამოვნო საყურებელი იყოს) მეტისმეტი სიკაშკაშე წაშლის მნიშვნელოვან დეტალებს, სურათი გახდება არარეალისტული და ულამაზო.