ხელსაწყო Paint Bucet Tool

იმისთვის, რომ ფერით შევავსოთ რომელიმე ობიექტი, ავირჩიოთ სასურველი ძირითადი ფერიდა დავაჭიროთ ხელსაწყოთა პანელში კრასკის ვედროს Paint Bucet Tool, შემდეგ დავაჭიროთ სამუშაო ზონაში იმ ადგილს, რომლის დაკრასკვაც გვინდა.

ფერის გავრცელება პიქსელებით ხდება. რომელ პიქსელსაც დააჭერ, მის გვერდით მდგომი მსგავსიფერის ყველა პიქსელი მიიღებს ახალ ფერს.

ხელსაწყო Paint Bucet Tool–ის ზედა პანელში

Fill — აქ უნდა აირჩიო, რითი შეავსებ არჩეულ ადგილს: ძირითადი ფერით თუ ორნამენტით.

Pattern — როცა პარამეტრში არჩეულია , ესეიგი არჩეული სივრცე შეივსება არა ძირითადი ფერით, არამედ ორნამენტით. შეგიძლია აირჩიო ნებისმიერი ორნამენტი იმათგან, რაც გაქვს.

Mode — ეს პარამეტრი ცვლის გადადების რეჟიმს.

Opacity — შეღებვის არაგამჭვირვალობა.

Tolerance — რაც უფრო დიდია ეს კოეფიციენტი, მით უფრო მეტი მსგავსი ფერის პიქსელი მიიღებს ახალ ფერს. შეიძლება რიცხვის შეტანა 0–დან 255–მდე.

Anti-alias — ამ პარამეტრთან შეღებვის დროს შეღებილი სივრცის საზღვრები უფრო რბილია, ვიდრე მის გარეშე.

Contiguous — თუ ამასთან დავდგამთ პტიჩკას, ფერს მიიღებენ მხოლოდ გვერდით მდგომი პიქსელები. თი პტიჩკას მოხსნით, ფერს მიიებენ მსგავსი ფერის პიქსელები მთელ სამუშაო სივრცეში.

All Layers — თუ აქ დადგამ პტიჩკას, ფერი მიეცემა მსგავსი ფერის პიქსელებს ყველა არსებულ ფენაზე, მთელ დოკუმენტში. თუ პტიჩკას მოხსნი, შეიღებება მხოლოდ ერთ, ამწუთას აქტიურ ფენაზე მდებარე პიქსელები.