ფოტოშოპის პალიტრაში შეგვიძლია ავირჩიოთ ორი ფერი: ძირითადი ფერი და ფონის ფერი.

ძირითადი ფერი

ფოტოშოპში გამოიყენება გაფერადებისთვის, შეღებვისთვის და გადარჩეული სფეროების შევსებისთვის.  როცა ვიწყებთ რედაქტორში მუშაობას, ძირითადი ფერი ფოტოშოპის პალიტრაში – შავია.

ფონის ფერი

ფოტოშოპში გამოიყენება გრადიენტული შეღებვის დროს, ასევე წაშლილი სფეროების შევსებისთვის. როცა ვიწყებთ რედაქტორში მუშაობას, ფონის ფერი ფოტოშოპის პალიტრაში – თეთრია.

ფერის არჩევა პალიტრაში

ძირითადი ფერის არჩევისთვის დავაკლიკოთ ფერის არჩევის ზედა მინდორს;

ფონის ფერის არჩევისთვის დავაკლიკოთ ფერის არჩევის ქვედა მინდორს;

ფერების ჩვეულებრივი (შავ–თეთრი) წყობისთვის დავაჭიროთ პალიტრის პანელის ზემოთ მდებარე მისივე მსგავს პატარა შავ–თეთრ გამოსახულებას;

ფერების პირიქით დაყენებისთვის დავაჭიროთ პალიტრის პანელის ზემოთ მდებარე პატარა ისრევის გამოსახულებას.

ფერის კოდი

ფოტოშოპში ყველა ფერს აქვს თავისი სახელი. ეს არის 6 სიმბოლოსგან შემდგარი კოდი.

მაგალითად, #000000 შავი ფერია. #ffffff – ყველაზე თეთრი. ff0000– ობსალუტური წითელია.

იმისთვის, რომ ავირჩიოთ ფერი კოდით, დავაჭიროთ ძირითადი ან ფონის ფერის მინდორს და ამოვარდნილი ფანჯრის ქვედა უჯრაში ჩავწეროთ საჭირო კოდი →