ერთი ღილაკის დაჯერით და ეფექტის სიძლიერის გაკონტროლებით სურათი მთლიანად იცვლის ფერის ტონალობას. მზა მაგალითებს შორის გვხვდება თბილი და ცივი ფერები, ასევე შეიძლება ნებისმიერი ფერის არჩევა პალიტრიდან.

ა. წ. „ფოტო ფილტრი“ იხმარება როგორც დიდ ნამუშევრებში (ფერთა კორექციისთვის და კომპოზიციის დასაცავად), ასევე ჩვეულებრივი სურათების სილამაზისათვის.

მივდივართ მენიუში Image – Adjustments – Photo Filter. სურათი მაშინვე შეიცვალა: ავტომატით მიიღო თბილი ფერი, Filter-ში არჩეულია „Warming Filter”. გავხსნათ ეს მენიუ და ვნახოთ სხვა მაგალითები. თუ მათ შოროს არ გხვდება შენი სურათისთვის გამოსადეგი ფილტრი, გადადი “Color”-ზე და აირჩიე ნებისმიერი სხვა ფერი.

Density” — ეს არის ფილტრის სიძლიერის მაჩვენებელი. ავტომატურად დაყენებულია 25%–ზე. საჭიროების შემთხვევაში გადაწიე მარჯვნივ და ფერი უფრო იჩენს თავს, მარცხვნივ გადაწევის შემთხვევაში არჩეული ფერი უფრო და უფრო გაქრება. გადახედე ვიდეო გაკვეთილს, რადგან მუშაობა გაგიიოლდეს: