შედის ფენის სტილში, გვჭირდება ფენაზე ტექსტურის დადებისთვის და მისი გაკონტროლებისთვის. შესაძლებელია დადების რეჟიმის შეცვლა და მისი არაგამჭვირვალობის გაკონტროლება.

Pattern Overlay–ზე გადასვლისთვის ორჯერ დააკლიკე ფენას, რომელზეც გინდა ტექსტურის დადება. ან ფოტოშოპის ზედა პანელში აირჩიე Layer — Layer Style — Pattern Overlay (ამ დროს ტექსტურისთვის მომზადებული ფენა ჩართული უნდა იყოს).

დააჭირე ტექსტურის გამოსახულებას და ჩამონათვალიდან აირჩიე ტექსტურა, რომლის დადებაც გინდა. შეგიძლია სწრაფად და ადვილად საკუთარი ტექსტურის შექმნა და შენახვა.

აირჩიე დადების რეჟიმი Blend Mode. საუკეთესო ვარიანტი ხშირად არის Multiply ან Overlay. დადების რეჟიმის სიძლიერის გაკონტროლება შეგიძლია Opacity არაგამჭვირვალობის მაჩვენებლის შეცვლით.

მაჩვენებელი Scale გვჭირდება ტექსტურის ზომის გაკონტროლებისთვის. დააჭირეთ Snap to Origin, რომ ორნამენტი გასწორდეს ზედა მარცხენა კუთხის თანაფარდობით.