ფოტოშოპში მუშაობის დროს ხშირად გვჭირდება ეფექტის შესუსტება. ამისთვის, ფენების მენიუში, მისაწვდომელ ადგილას, პირდაპირ დადების რეჟიმების გვერდით გვაქვს ორი მაჩვენებელი: Opacity (არაგამჭვირვალობა); Fill (ფერის სიძლიერე).

არაგამჭვირვალობა Opacity

აქტიურ ფენაზე ყველაფერთან ერთად ცვლის გამოსახულების გამჭვირვალობას. მაჩვენებლის მარცხვნივ გადაწევისას გამოსახულება უფრო გამჭვირვალე ხდება, მარჯვნივ გადაწევით საწყის მდგომარეობას უბრუნდება.

ფერის სიძლიერე Fill

ეს ორი მაჩვენებელი ხშირად ერთნაირად მოქმედებს გამოსახულებაზე, თუმცა სხვადასხვა ფუნქციები აკისრიათ. ეს მაჩვენებელი ასუსტებს არა მთელ გამოსახულებას, არამედ აცლის ფერს რაოდენობრივად.

ეს არის ტექსტი, რომელიც მოთავსებულია შავ ფონზე. მასზე გამოკრულია რამდენიმე ფენის სტილი. როცა მე შევასუსტებ ამ ტექსტის გამოსახულების მნიშვნელობას მოცემული ორი გზით, დავინახავთ განსხვავებას.

არაგამჭვირვალობა Opacity

ფერის სიძლიერე Fill