გავეცნოთ კომპიუტერული გრაფიკის ორ სახეს:

რასტრული გრაფიკა

რასტრული გრაფიკის წარმომადგენელი გამოსახულება შედგება პატარა წერტილებისგან – პიქსელებისგან. რასტრულია ნებისმიერი ფოტოაპარატით გადაღებული ფოტოსურათი. მისი გადიდებითშეიძლება პიქსელების დანახვა, რის გამოცგადიდება შეუძლებელია მუდმივად. რასტრულ გრაფიკაში ადვილია ფერთან მუშაობა.

ვექტორული გრაფიკა

ვექტორული გრაფიკა არის ფიგურული, მუდმივი გრაფიკა, ანუ აქ ყველაფერი აგებულია ფიგურებზე, რომლებიც არ შედგება პიქსელებისგან – მათი გადიდება შეიძლება უსაზღვროდ. ვექტორული გამოსახულება ყოველთვის ჩანს ხელოვნურად. მასთან მუშაობისას გვაქვს საზღვრები, თუმცა შეგვიძლია ვაქციოთ ვექტორული გამოსახულება რასტრულად.

ვექტორული გრაფიკა ფოტოშოპში არის ფიგურები და ტექსტი. მათი რასტრულ მდგომარეობაში გადაყვანა, ანუ რასტერიზაცია გვჭირდება იმ შემთხვევაში, თუ გვინდა მათი მორთვა–გადაკეთება–გადამუშავება. ამ შემთხვევაში დააჭირე კურსორი ფენას, რომელიც გინდა გადააკეთო, და ზედა მენიუში აირჩიე Layer — Rasterize... Layer (ერთი ფენა), All Layers (ყველა ფენა), Type (ტექსტი), Shape (ფიგურა), Fill Content (ფერითი შემადგენლობა), Vector Mask (ვექტორული ნიღაბი), Smart Object (სმარტ–ობიექტი), Video, 3D – რაც გჭირდება ამჯერად.