ობიქტის გადატანის ხელსაწყო ფოტოშოპში არის Move Tool, რომელიც მდებარეობს ხელსაწყოების პანელში მარცხვნივ. თუ არ გაქვს ხელსაწყოების პანელი, ჩართე: Window — Tools.

გადატანის ხელსაწყოს გამოძახება შეიძლება V-თი, ანუ ამ კლავიშის დაჭერით კლავიატურაზე.

შემდეგ იმისთვის, რომ ობიექტი ამოძრავდეს, უბრალოდ დააჭირე მას ისარი და გადაიტანე საჭირო ადგილას.

სინამდვილეში მოძრაობს არა ობიექტი, არამედ მთლიანი ფენა, მასზე მდებარე ყველა ობიქტთან ერთად. თვითონ ფენა მუდმივ სივრცეს წარმოადგენს.

Move Tool-ის ზედა პანელი

იმის შემდეგ, რაც ავირჩიეთ ეს ხელსაწყო, ფოტოშოპის ზედა პანელი შეიცვალა. შევისწავლოთ მისი შესაძლებლობები:

Auto-Select–ის აქტიურობის დროს შესაძლებელია დოკუმენტში ნებისმიერი ობიექტის ამოძრავება ფენიდან ფენაზე გადასვლის გარეშე. თუ იგი არ არის აქტიური, შეიძლება მხოლოდ არჩეული ფენის კორექტორება.

გვაქვს Auto-Select-ის ორი ვარიანტი: Group და Layer. Group–ის აქტიურობის დროს შესაძლებელია ფენათა ჯგუფში არსებული ყველა ფენის გადაადგილება (ჯგუფის არსებობის შემთხვევაში). ჟგუფის შექმნისთვის, Ctrl-ის დაჭერით დააკლიკეთ ყველა ფენას, რომლებსაც ჯგუფში გააერთიანებთ. შემდეგ დაიჭირეთ კლავიშების კომბინაცია Ctrl + G.

Show Transform Controls-ის აქტიურობის დროს, ობიექტზე დაჭერისას შესაძლებელია მისი ტრანსფორმაცია, ანუ ზომის, ფორმისა და კუთხის კორექტირება. (არსებობს ცალკე ხელსაწყო "ტრანსფორმაცია" უამრავი შესაძლებლობებით)

პანელში ასევე გვაქვს ობიექტების გასწორების ხელსაწყოები. სანამ მათ მოიხმარებ, დაიჭირე კომბინაცია Ctrl + A, რადგან ფენა აააქტიურო.