ფენის ნიღბის (Layer Mask) საშუალებით გამოსახულებაზე ხდება ნაწილების დამალვა–გამოჩენა. როცა ვმალავთ ფენის რაღაც ნაწილს, ამ ადგილში ვაჩენთ ქვედა ფენას. ეს არის კომპოზიციის შექმნის მნიშვნელოვანი ხერხი, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავაერთიანოთ რამდენიმე ობიექტი ერთ გამოსახულებაში. ნიღბის დახმარებით ასევე შეიძლება ადამიანის ან რაღაც ობიექტის წაშლა გამოსახულებიდან.

ფენის ნიღაბი არის ბიტური გამოსახულება, რომელიც დამოკიდებულია სურათის რეზოლუციაზე. მას ვხედავთ მინიატურის სახით ფენათა პალიტრაში, თვით ფენის გამოსახულების გვერდით. დამალული ნაწილები გამოისახება ამ ნიღბის მინიატურაზე კონტურების სახით.

როგორ დავაკრათ ნიღაბი ფენას:

ფენის ნიღბის შექმნისთვის აირჩიე და გაააქტიურე ფენა (დააჭირე მას), შემდეგ დააჭირე ფენათა პალიტრის ქვემოთ ნიღბის გამოსახულებას. ფენის გამოსახულების გვერდით ეგრევე გაჩნდა ნიღბის თეთრი ფერის მინიატურა. დავრწმუნდეთ, რომ ნიღაბი აქტიურია (დავაჭიროთ მას კურსორი) და დავიწყოთ მუშაობა.

თუ მუშაობ ფონის გამოსახულებასთან (ფენათა პალიტრაში მას მარჯვენა მხარეს ბოქლომი აქვს მიბმული), უბრალოდ ორჯერ დააჭირე მას კურსორი და ამოვარდნილ ფანჯარაში დააჭირე OK-ს. ამის შემდეგ ჩვეულებრივად დააკარი ნიღაბი, როგორც ზევით ავხსენი.

მუშაობა ნიღაბზე ხდება შავი და თეთრი ფუნჯის (Brush Tool) დახმარებით. შავი (#000000) ფუნჯით ხდება გამოსახულებაზე ნაწილების დამალვა, თეთრით (#ffffff) – დამალული ნაწილების კვლავ გამოჩენა.

ამ სურათზე ჩანს, როგორ დავმალე ფონი.

თვითონ ნიღაბში იგულისხმება 50%–იანი ნაცრისფერი (#808080), და მასზე მოქედებს ნებისმიერი ფერი დიაპაზონში შავიდან თეთრამდე. ამ დიაპაზონში, რაც უფრო ახლოსაა ფერი შავთან, მით უფრო ძლიერად წაშლის.

შეიძლება სხვადასხვა არაგამჭვირვალობის (Opacity) ფუნჯით მუშაობა, ამ შემთხვევაში ის გარკვეული რაოდენობით ააცლის ფერს გამოსახულების ნაწილს. შეიძლება სხვადასხვა ზომის და ფორმის ფუნჯის გამოყენება.

ნიღაბზე ჩვეულებრივ ფუნჯით ვმუშაობთ, თუმცა შეიძლება Paint Bucket Tool-ის გამოყენება: ნებისმიერი გადარჩევის ხელსაწყოთი (მაგალითად Pan Tool-ით) აღნიშნე საჭირო ნაწილი გამოსახულებაზე, შემდეგ აიღე კრასკის ვედრო და გადაასხი საჭირო სიმუქის ფერი.

აქ აუცილებლად გამოგადგება გრადიენტიც (Gradient Tool). მიეცი საჭირო ფერების კომბინაცია და გაავლე გამოსახულებას, შემდეგ აკონტროლე ეფექტის სიძლიერე არაგამჭვირვალობის მაჩვენებლით.