Inner Shadow — ანუ შინაგანი ჩრდილი, რომელიც შიგნიდან ადებს ჩრდილს ყველაფერს, რაც არჩეულ ფენაზე მდებარეობს. მისი გამოძახებისთვის საჭიროა ავირჩიოთ ფენა ობიექტით, რომელსაც ამ ჩრდილს დავადებთ. ორჯერ დააკლიკე ამ ფენას და ამოვარდნილი ფანჯრის მარცხენა პანელში აირჩიე  Inner Shadow. გავეცნოთ ფენის ამ სტილს.

Structure

Blend Mode (დადების რეჟიმი): ჩრდილისთვის ყველაზე კარგია Multiply. თუმცა ყოველთვის შეიძლება მისი შეცვლა. დაადგინეთ Opacity, ჩრდილის არაგამჭვირვალობა. ანუ რამდენად ძლიერია ჩრდილის ეფექტი. Angle, ანუ კუთხე: მასზე დამოკიდებულია, თუ რომელი მხრიდან მოდის შუქი. მასზე დამოკიდებულია ჩრდილის მდგომარეობა. ავღნიშნოთ პტიჩკით Use Global Light იმ შემთხვევაში, თი გვსურს იგივე კუთხის დადგენა ყველგან ავტომატურად, ანუ ფენის ყველა სტილი ასე დაადგენს შუქებს და ჩრდილებს. Distance – დისტანცია, ანუ რამდენად შორს ან ახლოს არის ჩრდილი თავის ობიექტთან. Choke – საზღვრების სიზუსტე. Size – ზრდილის სიდიდე, ზომა.

Quality

Contour — ანუ კონტური. დააჭირე კონტურის გამოსახულებას და აირჩიუ ჩამონათვალიდან. აღნიშნე პტიჩკით Anti-Aliased, კონტურის გარბილებისთვის. Noise — ამ მანიშნებლის გადიდებისას ეფექტს ემატება «ხმაური», ანუ ის იყრება პატარა წერტილებად.