Inner Glow არის ფენის სტილი. ის მოქმედებს ყველაფერზე, რაც აქტიურ ფენაზეა გამოსახული: ობიექტის ან სივრცის ნაპირებიდან ცენტრისკენ (ან ცენტრიდან ნაპირებისკენ) ნათება მიდის. ჩემს შემთხვევაში ეს ტექსტია. ორჯერ დააკლიკე საჭირო ფენას და ამოვარდნილი ფანჯრის მარცხენა პანელში აირჩიე Inner Glow, ან ფოტოშოპის ზედა პანელში აირჩიე  Layer — Layer Style — Inner Glow. გავეცნოთ ფენის ამ სტილს.

Elements

Technique: Softer (რბილად) ან Precise (ზუსტად) – ნათების სიზუსტე.

Source: Center (ცენტრიდან) თუ Edge (ნაპირიდან) – საიდან მიდის ნათება.

Choke: გაპატარავება. დაადგინეთ საზღვარი, საიდანაც ნათება დაიწყება.

Size: ნათების ზომა, სიდიდე.

Quality

Contour: აირჩიე საუკეთესო კონტური, ან შექმენის ახალი გრაფიკზე დაჭერით.

Range: დაადგინე დიაპაზონი. შიქმნება კონტურის ეფექტი ნათებაში.

Jitter: კანკალი. იწვევს ხმაურის ეფექტს, შემთხვევითი თანმიმდევრობით ალაგებს ფერებს გრადიენტში.