წინა გაკვეთილში მე გაჩვენე, თუ როგორ უნდა იმუშაო ამ საკორექციო ფენასთან ზოგადად. ახლა კი გაერკვევი, როგორ უნდა მართო თითოეული ფერი ცალ–ცალკე. პრინციპი იგივეა, რაც Master-ში.

ამ პროცესში დაგვეხმარება ეს სურათი, რომელშიც ფერების სრული ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს.

გახსენი რედაქტორში ფოტო, რომელსაც დავამუშავებთ (შეგიძლია ატვირთო ეს სურათი. სხვა სურათს ეს ცვლილებები შეიძლება არ მოუხდეს). 

შექმენი საკ.ფენა Hue/Saturation.

ამოვარდნილ ფანჯარაში ზემოთ დაინახავ პატარა უჯრას, სადაც წერია Master. დააჭირე ამ უჯრას და სხვადასხვა ფერებს შეუსაბამე სხვადასხვა მნიშვნელობები. ამისთვის უბრალოდ შეცვალე რიცხვები, როგორც ხედავ სურათებზე:

ეს ხელსაწყო შეგიწყობს ხელს სურათების პროფესიონალურად დამუშავებაში, მას აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები. ამ მაჩვენებლების გადაწევით სცადე სხვადასხვა ფერები, ივარჯიშე სხავა ფოტოებზე.