ვიყენებთ ფერის (Hue), მისი ინტენსივობისა (Saturation) და სინათლის(Lightness) გაკონტროლებისთვის. შესაძლებელია როგორც მთლიანი სურათის კორექტიება, ასევე მასში სხვადასხვა ფერების ცალ–ცალკე.

ფოტოშოპის ზედა მენიუში ავირჩიოთ Image — Adjustments — Hue/Saturation,(Ctrl + U). ანდავიჭიროთ წრის პატარა გამოსახულება ფენების პალიტრაში, მის ქვედა პანელში; იქ ავირჩიოთ Hue/Saturation.

მაგალითისთვის მე ვირჩევ ამ გამოსახულებას – შემდგომში ყველა ცვლილება ამ საწყის სურათს უნდა შევადაროთ.

გადაწიე მაჩვენებელი Hue მარჯვნივ ან მარცხვნივ და დაუკვირდი ცვლილებებს სურათზე. ეს მაჩვენებელი მთლიანად ცვლის ყველა ფერს გამოსახულებაზე. გავჩერდეთ ყველაზე მისაღებ ვარიანტზე: ასეთ მდგომარეობაში ბიჭის კანი შეიცვალა ყვითელი ფერისგან ვარდისფერისაკენ.

ახლა მე გადავწევ ინტენსივობის Saturation მაჩვენებელს მარცხენა მხარეს: მსურს, ეს ცხელი სურათი გავამსუბუქო. მარჯვნივ რომ გადამეწია, გამოსახულებაზე ფერებს ინტენსივობა მოიმატებდა.

Lightness — ეს მაჩვენებელი გადაფარავს სურათს თეთრით ან შავით, მოცემული რაოდენობით. მე ვფიქრობ, ამ სურათს უხდება ცოტა განაზება, ამიტომ მივცემ 8–ს თეთრისკენ.

მე მივაღწიე ზუსტად იმას, რაც ამჯერად მინდოდა ამ საკ. ფენისგან. თუმცა ეს მხოლოდ დაწყებაა: შემდეგ ეტაბზე ვიმუშავებთ იგივე პრინციპით კონკრეტულ ფერებზე.