გრადიენტი არის რბილი გადასვლა ფერიდან ფერზე, შესაძლებელია ორ ან რამდენიმე ფერთან.

გრადიენტი მდებარეობს ხელსაწყოების პანელში კრასკის ვედროსთან (Paint Buccet-თან) ერთ ჯგეფში. მისი აქტივაციისთვის დააჭირე კრასკის ვედროს მაუსის მარჯვენა ღილაკით და აირჩიე Gradient Tool. (ეს იმ შემთხვევაში, თუ გრადიენტი ისედაც არ არის აქტიური.)

შეგიძლია უბრალოდ დაიჭირო G კლავიატურაზე, ან Shift + G კრასკის ვედროდან გრადიენტზე გადასვლისთვის.

იმისთვის, რომ შევქმნათ ან ავირჩიოთ გრადიენტი, დავაჭიროთ მის გამოსახულებას ფოტოშოპის ზედა პანელში და შევასრულოთ მუშაობა ამოვარდნილ ფანჯარაში:

იმისთვის, რომ აირჩიო რომელიმე გრადიენტი, უბრალოდ დააკლიკე მას და დაიჭირე OK.

ახალი გრადიენტის შექმნისთვის დააჭირე გრადიენტის ხაზზე ქვემო კუთხეებში მდებარე ერთ ერთ მაჩვენებელს, შემდეგ, დააჭირე ქვემოთ გამოჩენილ ფერის უჯრას და აირჩიე ფერი პალიტრიდან.

გრადიენტში ფერების დამატებისთვის დააკლიკე ნებისმიერ ცარიელ ადგილს პირდაპირ გრადიენტის ხაზის ქვეშ და შეურჩიე ფერი ქვემოთ გამოჩენილ ფერის უჯრაზე დაჭერით.

შესაძლებელია ფოტოშოპის პალიტრაში არჩეული ძირითადი და ფონის ფერების არჩევა. ამისთვის დააჭირე გრადიენტის ხაზის ქვედა რომელიმე მაჩვენებელს, შემდეგ ქვემოთ გამოჩენილი ფერის უჯრის გვერდით მდებარე ისარს. ძირითადი ფერისთვის ავირჩიოთ Foreground, ფონის ფერისთვისBackground.

გრადიენტის შენახვისთვის ჩაბეჭდე მისი სახელი უჯრაში Name და დააჭირე New.

ფოტოშოპში არსებობს 5 სახის გრადიენტი. იმისთვის, რომ რომელიმე აირჩიო, უბრალოდ აირჩიე ერთ–ერთი გამოსახულება იმ ხუთიდან, რომლებიც ფოტოშოპის ზედა პანელში გრადიენტის გამოსახულების მარჯვნივ მდებარეობენ

Linear

Radial

Angle

Reflected

Diamond

გრადიენტის ხელსაწყოს არჩევის და მისი მოხმარების შემდეგ ფოტოშოპის ზედა პანელში შესაძლებელია მისი დადების რეჟიმის შეცვლა, ასევე არაგამჭვირვალობის გაკონტროლება (Opacity).