გრადიენტის რუკა (Gradient Map) არის საკორექციო ფენა, რომელსაც ვიყენებთ გამოსახულებაზე ფერების შეცვლისთვის, ამისთვის კი ვმუშობთ გრადიენტთან.

გრადიენტის რუკის ჩართვისთვის დავაჭიროთ პატარა წრის გამოსახულებას, ფენათა პალიტრის ქვედა პანელში (შეხედე სურათს მარჯვნივ). მენიუდან ავირჩიოთ Gradient Map, შემდეგ დავაჭიროთ გრადიენტს ამოვარდნილ ფანჯარაში.

ამ ხელსაწყოს ეფექტურად გამოყენებისთვის კარგად უნდა იცოდე მუშაობა გრადიენტთან (Gradient Tool), რასაც ისწავლი ამ გაკვეთილიდან.

გამოსახულებების უმრავლესობა, ფერების მიხედვით, იყოფა სამ ნაწილად. ეს ნაწილებია: ჩრდილები (Shadows), შუქები (Highlights), შუატონები (Midtones). გრადიენტის ჩართვისას მას ბოლოებში უყენია ორი მაჩვენებელი. მარცხენა მაჩვენებელი აკონტროლებს ჩრდილებს, მარჯვენა – შუქებს. შუაში შეიძლება უამრავი მაჩვენებლის დამატება და მათთვის სხვადასხვა ფერების მიცემა, რაც ძლიერად გააჭრელებს სურათს. თუ დავამატებთ მხოლოდ ერთ მაჩვენებელს გრადიენტის შუა წერტილში, ის შუატონებს გააკონტროლებს.

მე ავირჩიე გამოსახულება, და მსურს შევცვალო მასზე ცივი ფერები თბილ ფერებად. სურათზე შეიცვლება ამინდი და განწყობა, ის გახდება უფრო დადებითი.

მე ვამატებ გრადიენტის რუკას, და ვირჩევ სამ ფერს:

ჩრდილებისთვის: წითელს (#fb0101)

შუქებისთვის: ყვითელს (#fee902)

და შუატონებისთვის: სხვა ყვითელს (#fec002)

და ასეთია შედეგი: