რა არის გადადების რეჟიმი

ფოტოშოპის რედაქტორში გადადების რეჟიმზე დამოკიდებულია თუ როგორ იმოქმედაბს ერთი პიქსელი მეორეზე. სხვა სიტყვებით, გადადების რეჟიმი – შერევის ხერხია. ფოტოშოპში გვაქვს რამდენიმე ასეთი ხერხი, და ყველა სხვადასხვაგვარ შედეგს გვაძლევს.

როგორ ვიმუშაოთ მასთან

ორი ერთნაირი ან სხვადასხვა ფენის არსებობის შემთხვევაში ავირჩიოთ ზემოთ მდებარე ფენა და შევცვალოთ მისი გადადების რეჟიმი. ფერთა ცვლილება, რომელსაც მაშინვე დავინახავთ, იქნება ზედა ფენის ქვედა ფენაზე მოქმედების შედეგი: ზედა ფენა დამოკიდებულია ქვედაზე.

რაზე შეიძლება გამოვცადოთ

ნებისმიერ ჩვეულებრივ სურათზე; ფუნჯზე; გადარჩეულ ობიექტზე; კორექტირების ფენაზე; ტექსტზე; ფიგურებზე, გრადიენტზე და ნებისმიერ არაცარიელ ფენაზე. თავისთავად დამოკიდებულია მხოლოდ ფერებზე.

კიდევ შესაძლებლობები

გააჩნია არაგამჭვირვალობის და ფერის მაკონტროლებელი ნიშნები: Opacity, Fill. მდებარეობენ პირდაპირ გადადების რეჟიმების მენიუს მარჯვნივ. მათი მეშვეობით ყოველთვის შეიძლება მოქმედების შესუსტება.

ახლა გაჩვენებ მაგალითებს. ეს ორი ფოტო: პეპელა იქნება პირველი ფენა, რომელიც არ შეიცვლება თავისთავად. მასზე ზემოდან მიიდება ფერადი ტექსტურა, რომელიც პეპელაზე დამყარებით შეიცვლება.

Normal

აქ: Opacity — 70; Fill — 100.

ჩვეულებრივი რეჟიმი, არაფერს არ ცვლის. შეგვიძლია შევასუსტოთ.

Dissolve

Opacity — 100; Fill — 50.

შემთხვევითი კანონზომიერებით გვაცვლის პიქსელებს მისი შესუსტების დროს.

Darken

Opacity — 100; Fill — 100.

გვიჩვენებს ზედა ფენის მხოლოდ მუქ ფერებს ქვედა ფენაზე.

Multiply

Opacity — 100; Fill — 100.

გადაიდებს ზედა ფენის ფერებს ქვედა ფენაზე. ფერი სქელდება, ამისგან გამოსახულება მუქდება.

Color Burn

Opacity — 100; Fill — 100.

ამატებს ინტენსივობას და კონტრასტს, ამავე დროს ამუქებს სურათს.

Linear Burn

Opacity — 100; Fill — 100.

ამუქებს ქვედა ფენას, რადგან გამოაჩინოს ზედა, ფერის შესუსტების გზით.

Darker Color

Opacity — 100; Fill — 100.

ადარებს ერთმანეთს ზედა და ქვედა ფენების პიქსელებს და ირჩევს იმას, რაც უფრო მუქია.

Lighten

Opacity — 100; Fill — 100.

ადარებს ერთმანეთს ზედა და ქვედა ფენების პიქსელებს და ირჩევს იმას, რაც უფრო ღიაა.

Screen

Opacity — 100; Fill — 100.

შედეგი ყოველთვის უფრო ღია ფერია: ამრავლებს ღია ფერს. შავი ფერის გადაფარვისას რჩება უცვლელი. თეთრ ფერთან ურთიერთქმედებით მიიღება თეთრი.

Color Dodge

Opacity — 100, Fill — 100.

გადადებული ფერი ამსუყებს ქვედა ფერებს და აცლის მათ კონტრასტს, რადგან გააღიავოს ისინი. შავი ფერი არ იცვლება ამ რეჟიმში.

Linear Dodge

Opacity — 100; Fill — 100.

ჩვეულებრივად აღიავებს, მაგრამ აიგნორებს შავ ფერს და აძლიერებს ინტენსივობას.

Ligter Color

Opacity — 100; Fill — 100.

ადარებს ორივე ფენის პიქსელებს და აჩენს იმას, რაც უფრო ღია ფერისაა.

Overlay

Opacity — 100, Fill — 100.

თანაბრად ურევს ერთმანეთს ორივე ფენის ფერებს. აცლის ღია ფერებს და ამრავლებს მუქს, ამ დროს შავი და თეთრი შეუცვლელი რჩება.

Soft Light

Opacity — 100, Fill — 100.

ეს რეჟიმი აღიავებს და ამუქებს გამოსახულების ფერებს ზედა ფენაზე დაყრდნობით.

Hard Light

Opacity — 100; Fill — 100.

ამუქებს გამოსახულებას, სადაც ზედა ფენა მუქია; აღიავებს, სადაც ღიაა.

Vivid Light

Opacity — 100; Fill — 100.

ამუქებს ან აღიავებს ფერს კონტრასტის გაძლიერებით ან შესუსტებით, დამოკიდებულია გადამდებ ფერზე. მუქი ფერების კონტრასტი იზრდება, ღია ფერების – მცირდება.

Linear Light

Opacity — 100; Fill — 100.

თუ ზედა ფენა ღია ფერისაა, ქვედა გაღიავდება, თუ მუქია – გამუქდება. ანუ მუქი ადგილების კონტრასტი ძლიერდება, ღია ადგილების – სუსტდება.

Pin Light

Opacity — 100; Fill — 100.

ურევს ერთმანეტს ღია და მუქ ფერებს.

Hard Mix

Opacity — 100; Fill 100.

მაქსიმალურად აკონტრასტებს გამოსახულებას.

Difference

Opacity — 100; Fill — 100.

თუ ზედა ფენის პიქსელი თეთერია,ის იღებს მის ქვემოთ მდებარე ფერს. თუ ზემოთ პიქსელი შავია, ქვემოთ ის უცვლელი რჩება. სადაც ფერები ერთმანეთს შეემთხვა, შავი ფერი მიიღება. რეჟიმს აქვს ძლიერი კონტრასტი.

Exclusion

Opacity — 100; Fill — 100.

თუ ზედა ფენის პიქსელი თეთერია,ის იღებს მის ქვემოთ მდებარე ფერს. თუ ზემოთ პიქსელი შავია, ქვემოთ ის უცვლელი რჩება. სადაც ფერები ერთმანეთს შეემთხვა, შავი ფერი მიიღება. რეჟიმს აქვს სუსტი კონტრასტი.

Subtract

Opacity — 100; Fill — 100.

Divide

Opacity — 100; Fill — 100.

Hue

Opacity — 100; Fill — 100.

ზედა ფენის ფერი ერევა ქვედა ფენის ინტენსივობას. აძლევს აკვარელის ეფექტს.

Saturation

Opacity — 100; Fill — 100.

ინტენსივობა რჩება ზედა ფერის, ხოლო ფერი და მისი სიძლიერე – ქვედასი.

Color

Opacity — 100; Fill — 100.

ფერის სიძლიერე რჩება ქვედა ფენისგან, თვითონ ფერი და ინტენსივობა ზედისგან.

Luminosity

Opacity — 100; Fill — 100.

ფერის სიძლიერე რჩება ზედა ფენისგან, თვითონ ფერი და ინტენსივობა ქვედისგან.