ნებისმიერი ფოტო–პორტრეტისგან შეიძლება ასეთი ლოგოტიპის დამზადება. ერთადერთი პირობაა ფოტო იყოს საშუალო ან დიდი ზომის. ამ გაკვეთილში მე გამოვიყენე ბილ ქაულითზის ფოტო 936×1408 px.

რას ისწავლი:

1. «ვინიეტკის» შექმნა ფენაზე

2. კონტურული სურათის გამოტანა ფოტოდან

3.ობიექტზე ტექსტურის მიდება და მისი დამუშავება

4. ციმციმის ეფექტის დამატება ობიექტზე

შევქმნათ ახალი დოკუმენტი ასეთი პარამეტრებით, როგორც სურათზე:

გავანთავისუფლოთ ფენა ბოქლომისგან: ორი კლიკი ფენაზე პალიტრაში +“Ok”.

1. «ვინიეტკა»

ისევ მივცეთ ორი კლიკი ფენას, და ომოვარდნილი ფანჯრის
მარცხენა პანელში დავაჭიროთ
Gradient Overlayს. დავაყენოთ
ასეთი პარამეტრები:

Gradient – Riverse (ფერები: #424242 და #ffffff);

Style – Radial;

Angle – 147;

Scale – 150.

ჯერ არ დავხუროთ ფანჯარა: დავაჭიროთ კურსორი გრადიენტს დოკუმენტში (ცენტრში) და ოდნავ გადავწიოთ კუთხეში, ზემოთ–მარჯვნივ.

დავაჭიროთ ok-ს.

2. კონტური

ჩავსვათ გამოსახულება, რომლისგანაც ლოგოს შევქმნით File-Place.

თუ გსურს, გაუკეთე ტრანსფორმაცია. როცა დაამთავრებ, დააჭირე ok-ს. შემდეგ გააკეთე ამ

ფენის რასტერიზაცია.

მივდივართImage-Adjustments-Threshold. უყურესურათს და გადაწიე მაჩვენებელი ისე, რომ მოდელის სახეზე მიიღო მაქსიმალურად სწორი კონტურები (მე მაქვს 94). დავაჭიროთ ok-ს.

მოვაშოროთ თეთრი ფერი: ავირჩიოთ ხელსაწყო Magic
Eraser Tool
, მოვხსნათ პტიჩკა Contiguous-ს ზედა პანელში და დავაჭიროთ სადმე თეთრ ფერს
დოკუმენტში.

ახლა გავუკეთოთ ამ ფენას ნიღაბი. ავიღოთ ფუნჯი, და მისი

სხვადასხვა ფორმების–ზომების დახმარებით შავი ფუნჯით მოვაშოროთ გამოსახულებას არასასურველი ნაწილები. შეცდომების დროს შეგიძლია თეთრი ფუნჯით ამ ნაწილების აღდგენა.

აიღე ხელსაწყო Move Tool (V) და გადაადგილე გამოსახულება

ფორმატის ცენტრში.

დაუმატე ტექსტი: აიღე ხელსაწყო Horizontal Type Tool (T).

ჩასვი ტექსტი ისე, როგორც შენს სურათს მოუხდება. გაეცანი ამ გაკვეთილს ტექსტის ხელსაწყოს

უკეთესი გაცნობისთვის.

 

შევაერთოთ პორტრეტისა და ტექსტის ფენები.

3. ტექსტურა

File-Place — დავადოთ ტექსტურა. დავაჭიროთ Enter-ს და შევცვალოთ დადების რეჟიმი Screen-ზე. ვაქციოთ ეს ფენა დამხმარე ფენად. დაიჭირე Ctrl+T და გააკეთე ტექსტურის ტრანსფორმაცია, თუ საჭიროა. როცა დაამთავრებ. დააჭირე Enter-ს.

აიღე ხელსაწყო Move Tool (V) და გადაადგილე ტექსტურა ისე, როგორც უფრო მოუხდება.

დაამატე საკორექციო ფენა Color Balance და აქციე დამხმარე ფენად. შეცვალე Midtones, Highlights, Shadows როგორც მოგწონს. მე ჩემი ტექსტურისთვის
ასე გავაკეთე:

გადახედე სხვადასხვა დადების რეჟიმები Color Balance-თვის და აირჩიე საუკეთესო. მე მომეწონა Luminosity.

დავუმატოთ საკ ფენა Levels და ვაქციოთ დამხმარე ფენად. დავუმატოთ კონტრასტი: გადავწიოთ შუა მაჩვენებელი მარჯვნივ, მარჯვენა – მარცხვნივ.

4. ციმციმის ეფექტი

შევქმნათ ახალი ფენა (Ctrl+Shift+Alt+N) და შევღებოთ შავად. მივდივართ Filter-Render-Lens Flare. ავირჩიოთ 50-300mm Zoom; უჯრაში პატარა წრე გადავადგილოთ ზუსტად ცენტრში და დავაჭიროთ ok-ს.

მივდივართ Filter-Blur-Gaussian blur. მიაღწიე ისეთ შედეგს, როგორც სურათზე მარჯვნივ. მე გამომივიდა 25.3.დავაჭიროთ ok-ს.

დავიჭიროთ Ctrl+U და შევცვალოთ მაჩვენებელი Saturation 70-ზე. დავაჭიროთ ok–ს.

შევცვალოთ ამ ფენის დადების რეჟიმი Screen-ზე. დავიჭიროთ Ctrl+T და Shift-ის დაჭერით გავადიდოთ. გადავადგილოთ: შუქი უნდა მოხვდეს მარცხენა მხარეს თმებზე და “LL” ასოებზე (ჩემს შემთხვევაში), ამიტომ მოვათავსოთ იქვე ტექსტსა და პორტრეტს შორის, როგორც ხედავ სურათზე:

დავამთავრეთ! სანამ შეინახავ გამოსახულებას, შეაერთე ფენები (მარჯვენა კლიკი ერთ–ერთ ფენაზე – Flatten Image).