Drop Shadow არის ჩრდილი, რომელიც შეიძლება შევუსაბამოთ ნებისმიერ ობიექტს ქვემოთ. ამისთვის ორჯერ დავაჭიროთ ფენას (ფენის სახელს), რომელზეც უკვე მოთავსებულია ასეთი ობიექტი. ამოვარდნილი ფანჯრის მარცხენა პანელში დავაჭიროთ Drop Shadow–ს და შევცვალოთ მისი მოცემულობები.

აირჩიე დადების რეჟიმი (Blend Mode); გააკონტროლე ჩრდილის არაგამჭვირვალობა (Opacity); დაადგინე ჩრდილის დაცემის კუთხე (Angle) ისრის გადაწევით ან რიცხვის ჩაწერით; გლობალური განათება (Use Global Light) უზრუნველყოფს ყველა ეფექტზე ერთნაირი კუთხით განათებას; იპოვე საუკეთესო დისტანცია (Distance) — ადგილი ჩრდილსა და ობიექტს შორის; იპოვე ჩრდილის გადარეცხილების/სირბილის საუკეთესო მაჩვენებელი (Spread); ჩრდილის ზომა (Size); სცადე სხვადასხვა ტიპის კონტურები ჩრდილისთვის (Contour); გადამრთველი (Anti-aliased) არბილებს კონტურის საზღვრებს; გამოიყენე ხმაური (Noise) საჭიროების შემთხვევაში.