იმისთვის, რომ დავუმატოთ გარკვეული კონტური ეფექტს Bevel and Emboss (მოცულობის მიმცემი ეფექტი), რომელიც გავლენას ახდენს შუქების საზღვრებზე, მოვიხმაროთ ეფექტი Contour. ამისთვის გადაწყვიტე, რომელ ფენას უნდა დაუმატო ეს სტილი და ორჯერ დააკლიკე ამ ფენას. ამოვარდნილი ფანჯრის მარცხენა პანელში აირჩიე Contour.

როცა ვმუშაობთ სტილთან Contour, ყოველთვის გაითვალისწინება Bevel and Emboss — მისი დედაკათეგორია, რის გარეშეც ის არ დებს ეფექტს. ამიტომ, სანამ გადავალთ კონტურზე, მივცეთ ობიექტს მოცულობა. 

შექმენი ახალი დოკუმენტი; აირჩიე ფერი, რომლითაც ტექსტის ფონს შეღებავ; შეავსე ამ ფერით ეს სივრცე; ჩაწერე ტექსტი;  ორჯერ დააკლიკე ტექსტის ფენას და აირჩიე ამოვარდნილი ფანჯრის მარცხენა პანელში Bevel and emboss. შეიყვანე ისეთი მოცემულობები, როგორც სურათზე მარჯვნივ.

ახლა გადადი კათეგორიაში Contour. დააკლიკე კონტურის გამოსახულებას და აირჩიე, რაც უფრო უხდება. გააკონტროლე კონტურის ეფექტის სიძლიერე Range-ის მაჩვენებლით; და დაადგი პტიჩკა Anti-aliased, თუ გინდა ეფექტის გარბილება.