ფუნჯის ხელსაწყოს ფოტოშოპში ჰქვია Brush Tool. ის მდებარეობს რედაქტორის მარცხენა პანელში, ყელსაწყობთან. თუ მის ადგილას სხვა ხელსაწყო გიყენია, უბრალოდ დააჭირე მას მაუსის მარჯვენა ღილაკი და აირჩიე Brush Tool. შეგიძლია უბრალოდ დააჭირო B–ს კლავიატურაზე, ფუნჯის სწრაფად გამოძახებისთვის.

ამის შემდეგ რედაქტორის ზედა პანელი შეიცვლება. ყველაზე მარცხვნივ ამ პანელზე ვხედავთ ფუნჯის გამოსახულებას პატარა ისრით. ამ ისარზე დაჭერით ამოვარდება მენიუ, რომელშიც (უმეტეს შემთხვევაში) ფუნჯის 3 სტილია. ფოტოშოპი გვთავაზობს ამ სტილებს, რადგან ისინი ხშირად გამოიყენება მუშაობისდ დროს.

რიგით მეორე ფუნქცია გვაძლევს საშუალებას ავირჩიოთ ფუნჯის ფორმა, ზომა (Size) და სიძლიერე (Hardness). შემდეგ მოდის მინიატურა, რომელიც გამოიძახებს ფუნჯის პანელს. Mode არის ფუნჯის დადების რეჟიმი, Opacity – არაგამჭვირვალობა. Flow არის ფუნჯის ფორმატზე დაჭერის სიძლიერე.