Bevel and Emboss — ანუ დახრა და რელიეფი. ფენის ეს სტილი გვაძლევს საშუალებას მივცეთ ობიექტს მოცულაბა. როგორც ყველა ფენის სტილი, ესეც მოქმედებს ყველაფერზე, რა აქტიურ ფენაზე არის. ჩემს შემთხვევაში ეს ტექსტია, რომელიც ცისფერი ფონის ზევით (სხვა ფენაზე) დგას. ორჯერ დააკლიკე ფენას, რომელსაც გინდა ეს ეფექტი მიუმატო, და ამოვარდნილი ფანჯრის მარცხენა პანელში აირჩიე Bevel and emboss. ან აირჩიე საჭირო ფენა, და ფოტოშოპის ზედა პანელში დააკლიკე Layer - Layer Style — Bevel and Emboss.

Structure

Style: მოცულობის სტილი. გვაქვს 5 სხვადასხვა ვარიანტი. Technique: ტექნიკა, გვაქვს 3 ვარიანტი. Depth: ანუ სიღრმე, დაადგინე პროცენტებში. Direction: Up თუ Down, გვაძლევს საშუალებას ადგილებით შევცვალოთ შუქის და ჩრდილის მდგომარეობები. Size არის ზომა ამ ეფექტისთვის. Soften არის სირბილე – თუ გსურს გაარბილო მკაფიო საზღვრები და ამით გაამსუბუქო ეფექტი.

Shading

Angle (კუთხე) და Altitude (სიმაღლე)  განსაზღვრავენ შუქის წყაროს მდგომარეობას, რაც მოქმედებს შუქზე და ჩრდილებზე. ჩართე Use Global Light, თუ გსურს გამოიყენო Angle-Altitude–ის ერთნაირი წყობა ფენის ყველა სტილში. დააკლიკე Gloss Contour–ის გამოსახულებას და გადახედე კონტურის სხვადასხვა ვარიანტები. აირჩიე Highlight Mode–ის და Shadow Mode–ის დადების რეჟიმები, ფერები, დაადგინე მათი არაგამჭვირვალობა (Opacity).