როცა ვხსნით გამოსახულებას ან ვქმნით ახალ დოკუმენტს, ფენების პალიტრაში მაშინვე ჩნდება პირველი ფენა. სურათის დამუშავება ან სერიოზული პროექტის შექმნა წარმოუდგენელია ერთადერთ ფენაზე.

ახალი ფენის შექმნისთვის გახსენი ფენების პალიტრა და ამ პალიტრის ქვედა პანელში აირჩიე ბოლოდან მეორე გამოსახულება. თუ მას კურსორით შეეხები, წაიკითხავ: Create New Layer.

სხვა გზით: ფოტოშოპის მენიუში აჰყევი Layer — New — Layer, ან უბრალოდ დაიჭირე კლავიშების კომბინაცია ლავიატურაზე: Ctrl + Alt + Shift + N.