ახალი ნაწარმოების შექმნას ვიწყებთ ახალი დოკუმენტის გახსნით.

გადავიდეთ Photoshop-რედაქტორში და დავიჭიროთ კლავიატურაზე კლავიშების კომბინაცია Ctrl + N.

იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ სხვა ხერხით, კლავიატურის გარეშე: რედაქტორის ზედა მენიუში დააკლიკეთ File და გაჰყევით — New. (დააჭირეთ მარჯვნივ სურათს, რადგან უკეთ დაინახოთ) →

იმის შემდეგ, რაც File — New-ს გავყევით, გაიხსნება ასეთი ფანჯარა, როგორც სურათზე მაცხვნივ (დააჭირეთ სურათს რომ გადიდდეს).

აქ ყველა რიცხვს აქვს თავისი მნიშვნელობა.

Width (სიგრძე) – ჩვეულებრივ ვწერთ რაოდენობას პიქსელებში (pixels)

Height (სიმაღლე) – რიცხვის შეყვანისას გაითვალისწინეთ თანაფარდობა სიგრძესა და სიმაღლეს შორის

Resolution — პიქსელების რაოდენობა ინჩში/სანტიმეტრში (ჩვეულებრივ ინჩში – pixels/inch) ხშირად არის 72 pixels/inch

Color Mode (ფერის რეჟიმი) – ჩვეულებრივ გქონდეთ RGB Color; 8 bit (თუ არ იქნება სხვა მოთხოვნა).

Background Contents — როგორი ფონი ექნება დოკუმენტს: White (თეთრი), Transparent (გამჭვირვალე) თუ  background Color (პალიტრაში არჩეული ფერის).