ამ გაკვეთილში რამდენიმე ობიექტისგან ავაგებთ კრეატიულ კომპოზიციას: ბიჭი თავის გიტარასთან ერთად იწყებს შორ გზას ლამაზ და იდუმალ სამყაროში, სადაც ის დატკბება თბილი მზის სხივებითა და საკუთარი მუსიკით.

რას მოგცემს ეს გაკვეთილი:

  1. გადარჩევის ინსტრუმენტებთან (Quick Selection Tool & Plygonal Lasso Tool) მუშაობის პრაქტიკა;
  2. ფონის შეცვლა ობიექტის გარშემო;
  3. ფენის შევსება ტექსტურით (Pattern overlay) და/ან გრადიენტით (Gradient Overlay);
  4. რამდენიმე ობიექტის გაერთიანება ერთ მთლიან კომპოზიციაში;
  5. სინათლის ეფექტის დამატება და დამუშავება გამოსახულებაზე;
  6. ჩრდილის დადება და დამუშავება ობიექტისთვის;
  7. ობიექტის ჰარმონიულად შეერთება ფონთან;
  8. ლამაზი კორექციები მთლიანი კომპოზიციისთვის.

1. ზედმეტი ნაწილების მოშორება სურათიდან გადარჩევის ხელსაწყოებით

გავხსნათ ტელეფონის გამოსახულება.

ფრთხილად შექმენი ხელისა და ტელეფონის სელექცია Quick
Selection Tool-ით.

დააჭირე Ctrl+J კლავიატურაზე, რადგან მთავარი ობიექტი
გამოიყოს ფონისაგან,
პირველი ფენა კი წავშალოთ.

გამოვიყენოთ PolygonalLasso Tool ტელეფონიდან ეკრანის ამოღებისთვის – შევქმნათ სელექცია (დააჭირე Shift-ს და მის გაუშვებლად შექმენი სელექცია – ასე ყველა კუთხეგამოვა უფრო სწორი და გათვლილი) და დავაჭიროთ Delete-ს კლავიატურაზე. სელექციის მოხსნა – Ctrl+D.

2. შევცვალოთ ფონი მთავარი ობიექტის გარშემო

შევქმნათ ახალი ფენა

(Alt+Ctrl+Shift+N).

 

დავაჭიროთ ამ ფენას კურსორი და გადავიტანოთ მთავარი ფენის ქვემოთ.შემდეგ ავიღოთPaint Bucket Tool, ავირჩიოთ თეთრი ფერი (#ffffff) და შევღებოთ ფონიმასზე კურსორის დაჭერით.

3. დავადოთ ფონს ტექსტურა და გრადიენტი

ორჯერ დავაკლიკოთ ფონისფენის გამოსახულებას პალიტრაში.

ფანჯრის მარცხენა პანელში ავირჩიოთPattern Overlay.

დავაჭიროთ ორნამენტის გამოსახულებას, და მენიუს ზედა მარჯვენა კუთხეში დავაჭიროთ პატარა ისარს.

მენიუში პტიჩკა დავსვათ Large List-თან (რადგან დავინახოთ ორნამენტების სახელები), შემდეგ მეორედ ამოვაგდოთ იგივე მენიუ და ავირჩიოთ Color Paper.

ამის შემდეგ ავყვეთ ყველაფერს, რასაც Photoshop გვთავაზობს: ყველგან ვაჭერთ ok-ის, და შეიძლება მოგიწიოს არსებული ორნამენტების შენახვა ფაილში„Patterns” (ან არ მოგიწიოს).

ახლა ორნამენტების მენიუდან ავირჩიოთ Green With Fibers.

შევცვალოთ სხვა მაჩვენებლებიც: Scale – 20, Opacity – 62.

ფანჯრის მარცხენა პანელში გადავდივართGradient Overlay-ზე. ახლა ასე შევცვალოთ მაჩვენებლები:

Opacity – 57,

Gradient – Reverse,

Style – Radial,

Scale – 150.

დავაჭიროთ ok–ის.

4. გავაერთიანოთ სამივე ობიექტი

ჩავსვათ დოკუმენტში გზის გამოსახულება (File-Paste). გავუკეთოთ ტრანსფორმაცია ზუსტად ისე, როგორც ნაჩვენებია მარჯვენა სურათზე ქვემოთ:

ტრანსფორმაციის შემდეგ დავაჭიროთ Enter-ს კლავაზე და გადავიდეთშემდეგ ეტაპზე: დავუმატოთ ფენას ნიღაბი. ისევ ავიღოთ Polygonal Lasso Tool და შევქმნათ ასეთი სელექცია ხელის გარშემო ( I სურათი ). დავიჭიროთ Ctrl+Shift+Iსელექციის ამობრუნებისთვის ( II სურათი ). დავაჭიროთ ნიღბის მინიატურას პალიტრაში. ავიღოთ დიდი შავი ფუნჯი და წავშალოთ ყველაფერი სელექციის შიგნით. შენი შედეგი უნდა ჰგავდეს ამ სურათს მარჯვნივ:

თუ ყველაფერი გამოვიდა სწორად, დაიჭირე Ctrl+D სელექციის
მოხნისთვის და გადადი ტელეფონის ფენაზე. აქაც შევქმნათ ფენის ნიღაბი და Polygonal Lasso
Tool
-ით გავუკეთოთ ახალი სელექცია. ავიღოთ შავი ფუნჯი და წავშალოთ ხელისა და ტელეფონის
ნაწილი სელექციის შიგნით. შეადარე თავისი სურათი ჩემსას. მოხსენი სელექცია – Ctrl+D. (აქ შეგიძლია აიღო პატარა მყარი შავი ფუნჯი, გაადიდო გამოსახულება და ფრთხილად წაშალო ხარვეზები ხელის გარშემო, თუ ისინი შეიქმნა თავიდანვე ფონის მოშორებისას).

ამ ეტაპზე ჩავსვამთ ბიჭის გამოსახულებას დოკუმენტში (File-Paste). ხელი არ გავუშვათ Shift-ს და შევამციროთ ბიჭის გამოსახულება (როგორც სურათზე მარჯვნივ). დავაჭიროთ Enter-ს, შემდეგ V- ს კლავიატურაზე და სწორად დავაყენოთ ბიჭი გზაზე.

5. დავამატოთ სინათლის ეფექტი

ვიმუშაოთ სინათლის ეფექტზე. შევქმნათ ახალი ფენა და შევღებოთშავად. მივდივართ Filter-Render-Lens Flare. ავღნიშნოთ Lens Type – 105mm Prime. გამოსახულებაზეპატარა წრეს დავაჭიროთ კურსორი და გადავადგილოთ ზუსტად ცენტრში. დავაჭიროთ ok–ს.

შევცვალოთ ამ ფენის დადების რეჟიმი Screen–ზე. დავიჭიროთCtrl+T და Shift-ის გაშვების გარეშე შევამციროთ ისეთ ზომამდე, როგორც სურათზე. მოვათავსოთ «მზე» სწორ ადგილას და დავაჭიროთ Enter-ს.

ახლა ავიღოთ საშლელი (Eraser Tool). ავირჩიოთ რბილი საშლელი და დავუყენოთ ზომა 250 px. ოდნავ გავავლოთ ჩვენ მიერ ჩასმული შუქის გარშემო, რადგან მოვაშოროთ უხეში მხარეები. (რომ გაგიადვილდეს, შქმენი სელექცია: Ctrl+შუქის გამოსახულება პალიტრაში. როცა დაამთავრებ, ჩვეულებრივად მოხსენი სელექცია Ctrl+D).

მივდივართ Filter-Blur-Gaussian Blur. დავაყენოთ 2.3–ზე და დავაჭიროთ ok-ს.

დავიჭიროთ კომბინაცია Ctrl+U. დავსვათ პტიჩკა Colorize-თან და შევცვალოთ მონაცემები: Hue – 16, Saturation – 43. დავიჭიროთ ok.

6. დავდოთ და დავამუშავოთ ჩრდილი

ვამატებთ ჩრდილს. შევქმნათ ახალი ფენა. დავიჭიროთ ერთად Ctrl+ბიჭის გამოსახულება ფენების პალიტრაში, რომ შეიქმნას სელექცია. ავიღოთ Paint Bucket Toolდა შევღებოთ სელექცია შავად. დავიჭიროთ Ctrl+D, შემდეგ Ctrl+T. დავაჭიროთ მონიშნულ გამოსახულებას მაუსის მარჯვენა ღილაკი, და მენიუში ავირჩიოთ Flip Vertical. გადატრიალებული გამოსახულება შევუსაბამოთ ბიჭს ქვემოთ და დავატრიალოთ შუქის მიხედვით, რომ გამოჩნდეს რეალისტურად. დავაჭიროთ Enter-ს. მოვათავსოთ ჩრდილის ფენა ბიჭის ფენის ქვემოთ.

შევამციროთ ჩრდილის ფენის არაგამჭვირვალობა 60%–მდე. მივდივართ Fiter-Blur-Gaussian Blur. რადიუსი დავაყენოთ 1, დავაჭიროთ ok–ს.

7. ჰარმონიულად შევაერთოთ ობიექტი ფონთან

უნდა ოდნავ დავაბნელოთ ბიჭის გამოსახულება. დავაწკაპუნოთ ბიჭის ფენას პალიტრაში და შევქმნათ ახალი საკორექციო ფენა Hue/Saturation. ვაქციოთ ეს ფენა დამხმარე ფენად. დავუყენოთ Lightness -30, გადავიდეთ ფენათა პალიტრაში.

რადგან წინ მზე გვაქვს, ზოგ ადგილას ის გამოჩნდება მოდელზეც. ამიტომ დავაწკაპუნოთ Hue/Saturation-ის ფენის ნიღაბს, და პატარა ზომის რბილი შავი ფუნჯის დახმარებით წავშალოთ ეფექტი (იმ ადგილებში, რაც სურათზე წითლად ავღნიშნე).

8. ლამაზი კორექციები მთლიანი კომპოზიციისთვის

კომპოზიცია დავამთავრეთ – გადავიდეთ საბოლოო ეფექტებზე. დავაწკაპუნოთ ფენას, რომელიც ყველაზე მაღლა დგას (ეს უნდა იყოს შუქის ფენა) და შევქმნათ ახალი საკორექციო ფენა Brightness/Contrast. დავაყენოთ Brightness – 13. დავბრუნდეთ ფენების პალიტრაში.

შევქმნათ კიდევ ერთი საკორექციო ფენა Curves. შევცვალოთ პარამეტრები Blues. ოდნავ გადავწიოთ ქვედა წერტილი გრაფიკზე ზემოთ, ზედა წერტილი – ქვემოთ.

აქ მთავრდება ჩვენი გაკვეთილი 😀 თუმცა შეგიძლია დაუმატო რამდენიმე კორექცია თვითონ. მზად ვარ გიპასუხო ყველა კითხვაზე კომენტარებში!