როგორ გადავაკეთე ჩვეულებრივი სურათი უბრალო ფანქრით დახატულ პორტრეტად:

ready-picture

ინტერნეტიდან ავიღე ხის ტექსტურა და უბრალო ფანქრის გამოსახულება.

1-1

1-2

გავხსენი დასამუშავებელი ფოტო File – Open.

2

დავიჭირე Ctrl + U და მაჩვენებელი Saturation გადავწიე მარცხვნივ ბოლომდე (–100%).

3

სურათი გახდა შავ–თეთრი. ვაჭერ OK.

დავიჭირე Ctrl + M. გრაფიკი ასეთი გზით შევცვალე:

4

სურათს მოემატა კონტრასტი.

მივდივარ Filter – Stylize – Find Edges.

5-1

გამოიყო ზოლები.

5-2

მივდივარ ისევ Ctrl + M.

მრუდის ზედა ბოლო მიმაქვს მარცხვნივ, თან ვუყურებ სურათს: მას სშორდება ნაცრისფერი, რჩება მხოლოდ შავი ზოლები თეთრ ფონზე.

ბოლოს მრუდის ქვედა ბოლო მიმაქვს მარჯვნივ – ზოლებს ვაძლევ კონტრასტს. ვაჭერ OK.

6

ავიღე პალიტრა და დავაყენე ფერი #eaeaea.

7

შევქმენი ახალი ფენა: Ctrl + Shift + Alt + N.

დავიჭირე G და დავაკლიკე სურათზე – შეიღება ნაცრისფრად.

9

ორჯერ დავაკლიკე ქვედა ფენაზე და გამოხტულ უჯრაში დავიჭირე OK.

10

დავიჭირე ზედა ფენა და გადავიტანე ქვემოთ.

11

გადავედი ზედა ფენაზე და გრაფაში Opacity ჩავწერე 22%. დავიჭირე Enter.

12

ავიღე ფუნჯი – B.

ავირჩიე Soft Round.

] და [  – ფუნჯის ზომის გაზრდა და შემცირება – დაგვჭირდება შემდეგ ნაბიჯზე.

13

გავადიდე სურათი Ctrl++ და წავშალე პატარა ზედმეტი ნაწილაკები. დავტოვე მხოლოდ ის ნაწილები, რომლებსაც ფანქრით დავხატავდი.

აქ მთავარია გამოვაჩინოთ სურათი ისე, თითქოს მართლა უბრალო ფანქრითაა დახატული.

14

გავადიდე ფუნჯი ] და ჩემი გამოსახულების ირგვლივ წავშალე ყველაფერი – დავტოვე მხოლოდ სახე და თმები.

15

დავიჭირე Ctrl + Shift + Alt + E.

მივდივარ Filter – Filter Gallery.

17

ვაყენებ ასეთ პარამეტრებს: Texturizer; Center; 66; 2; Left.

Scaling და Relief  ყველას შეუძლია მოაწყოს სხვანაირად, ეს მაჩვენებლები დამოკიდებულია სურათის ზომაზე.

ვაჭერ OK.

18

მაჩვენებელი Opacity შევამცირე 45%–მდე.

19

მაუსის მარჭვენა ღილაკით დავაკლიკე ერთ–ერთ ფენაზე და ავირჩიე Flatten Image, რადგან ყველა ფენა ერთში შევკეცო.

20

სურათი მზადაა. ახლა მინდა „ფანქრით დახატული“ სურათი რეალისტურად გამოვაჩინო და ეფექტს ხაზი გავუსვა.

გავხსენი ( File — Open ) ხის ტექსტურა: ეს იქნება მაგიდა, რომელზეც ნახატი უნდა დავდო.

მაგიდისა და სურათის ზომები ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს. თუ სურათის სიგანე არის 620, მაგიდის სიგანე ცოტა მეტი – 650 იქნება. ეს ყველამ თავისთვის უნდა გამოთვალოს, მთავარია შედეგი მოგწონდეს.

მივდივარ Ctrl +Alt + I და გამოხტულ უჯრაში ვხედავ სურათის სიგრძეს და სიგანეს. ვცვლი მაგიდის ზომას ჩემი მთავარი ნამუშევრის ზომის მიხედვით.

22-1

22-2

(მაგიდის ზომის შემცირების შემდეგ გამოსახულება შემცირდა, მაგრამ შეგვიძლია Ctrl+ით გავადიდოთ და ჩვეულებრივად ვიმუშაოთ.)

დავიჭირე V და გადამაქვს სურათი მაგიდაზე.

23

დავიჭირე Ctrl + T და ცოტა დავხარე სურათი მარცხენა მხარეს.

24

დავიჭირე Enter.

ორჯერ დავაკლიკე ზედა ფენას და Drop Shadow–თან დავდგი პტიჩკა.

დავიჭირე OK.

25

გავხსენი ( File – Open ) ინტერნეტიდან აღებული უბრალო ფანქრის გამოსახულება. თეთრ ფონთან ერთად სურათზე ვერ გადავიტან, ამიტომ ფონისგან გამოსახულება უნდა გავანთავისუფლო.

ორჯერ დავაკლიკე ფანქრის ფენაზე და დავიჭირე OK.

26-2

ავიღე Magic Wand Tool და დავაკლიკე ფონზე, შემდეგ დავიჭირე Delete (Del) კლავიატურაზე.

27

დავიჭირე V და გადავიტანე ფანქრის გამოსახულება მაგიდაზე.

28

დავიჭირე Ctrl + T და შევცვალე ფანქრის ზომა ისე, რომ რეალისტურად გამოჩენილიყო სურათის ზომასთან შეფარდებით.

დავიჭირე Enter.

29

ორჯერ დავაკლიკე ფანქრის ფენაზე და ავირჩიე მენიუ Drop Shadow. დავაყენე ასეთი პარამეტრები: Angle – 132; Distance – 9.

დავიჭირე OK.

30

მაუსის მარჯვენა ღილაკით დავაკლიკე  ერთ–ერთ ფენას და ავირჩიე Flatten Image.

ავირჩიე ინსტრუმენტი Crop Tool და ლამაზად მოვჭერი სურათი. დავიჭირე Enter.

32

დავიჭირე Ctrl + M და მივეცი სურათს კონტრასტი.

33

შევქმენი ახალი ფენა: Ctrl + Shift + Alt + N.

ავიღე პალიტრა და დავაყენე ფერი #947e02.

35

ავიღე ფუნჯი B და დავაყენე დიდი ზომა: მიახლოებით სურათის ¼ ნაწილი. გადავფარე სურათის ის ნაწილი, საიდანაც შუქი წამოვა.

36

შევცვალე გადაფარვის რეჟიმი: Color Dodge.

37

შევამცირე არაგამჭვირვალობის მაჩვენებელი: Opacity – 28.

38

შევქმენი ახალი ფენა: Ctrl + Shift + Alt + N.

ავიღე პალიტრა და ავირჩიე შავი ფერი. გადავფარე სურათის ის ნაწილი, სადაც იქნება ჩრდილი.

40

შევცვალე გადაფარვის რეჟიმი: Overlay.

41

შევამცირე არაგამჭვირვალობის მაჩვენებელი: Opacity – 22.

42

მაუსის მარჯვენა ღილაკით დავაკლიკე ერთ–ერთ ფენას და ავირჩიე Flatten Image.

სურათი მზადაა. შევინახოთ: Ctrl + S.

ready-picture